
SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩასმა
ამ ტელეფონისთვის გამოიყენება BL-4C კვების ელემენტი.
უსაფრთხოდ ამოღება. კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის
გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.
1 ქვემოთ ჩამოსწიეთ უკანა სარქველი (1) და მოხსენით იგი.
2 ამოსწიეთ კვების ელემენტი და ამოიღეთ იგი (2).
3 ჩასვით SIM ბარათი (3). დარწმუნდით, რომ ოქროსფერი საკონტაქტო
ადგილები სახით ქვემოთაა, ხოლო SIM ბარათის მოჭრილი კუთხე მის
შესაბამის ადგილზეა მოქცეული.
4 ისევ ჩასვით კვების ელემენტი და დაახურეთ უკანა სარქველი (4, 5).